მოსწავლეთა ჩანახატები

            საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, ზოგს გონია რომ ჩვენი ადგილი აზიაშია,ზოგს ევროპაში, ჩვენ კი გვსურს რომ აზიასთანაც ვიმეზობლოთ და ასევე ევროპის განუყრელი ნაწილიც ვიყოთ.
     ჯერ კიდევ სამი  საუკუნის წინ სულხან-საბა ორბელიანმა იმოგზაურა ევროპაში, ის თხოვდა იქაურ მონარქებს გულთან მიეტანათ საქართველოს გასაჭირი, მაგრამ მაშინ მისი ვედრება ყურად არ მიიღეს, იმ დროს ძალიან ძნელი იყო ევროპისთვის ხმის მიწოდება, მაგრამ დღეს კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით ადვილი შესაძლებელია. ჩვენი წინაპრებიც ხომ საქართველოს გაერთიანებას, მშვიდობას და მის კეთილდღეობას შეეწირნენ.
    ,,მე ვარ ქართველი და ევროპელი “ ამ სიტყვას ქართველები ხშირად ვიყენებთ, ამ სიტყვებში არის რაღაც მომხიბვლელი, მაგრამ ევროპელობა ნამდვილად ბევრს ნიშნავს, ვიყოთ თავშეკავებულები, კულტურულები, შრომისმოყვარენი და მიმტევებლები.
    ევროპა თავისუფალი და ძლიერი ქვეყნების გაერთიანებაა, თუ საქართველო შევა ევროკავშირში ის ნახავს მნიშვნელოვან სარგებელს ახალი სავაჭრო შესაძლებლობებით, ის მარტივად შეძლებს მსოფლიოს უდიდეს ბაზართან ურთიერთობას,  საქართველოში გაიზრდება უცხოური ინვესტიციები, ქართული პროდუქციის ხარისხი ,კონკურენტიანობა და ექსპორტი. შეიქმნება ახალი საწარმოები  და გაუმჯობესდება ცხოვრების დონე.


ქრისტინა ჩოგოვაძე. 

"ორბელიანი ლუდოვიკო XIV-სთან ალოდინეს და მე-15 კაცად შევიდა" მუხრან მაჭავარიანის ამ ლექსში კარგად ჩანს საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის მრავალ საუკუნოვანი უშედეგო მცდელობა, ჯერ კიდევ XVIII საუკუნის დასაწყისში საქართველო ცდილობდა გამხდარიყო ევროპის მოკავშირე და მისი კულტურის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ევროპელი ადამიანი სწორედ ქართველი იყო. ძალიან ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი გვაშორებს ევროპას, მაგრამ იყო, არის, და იმედია აღარ იქნება ერთი რამ, რაც ხელს გვიშლიდა და ხელს გვიშლის გავხდეთ ევროპის ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი-ეს არის რუსეთი. ჩვენსა და ევროპას შორის იყო უზარმაზარი დაბკოლება და ეს იყო საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი კი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდ დაბკოლებას წარმოადგენს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე "მე ვარ ქართველი და ვარ ევროპელი" ეს სიტყვები 1999 წელს თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ევრო საბჭოს გენერალური ანსაბლეის სხდომაზე. ამ ფრაზით მან 21-საუკუნის საქართველოს კურსი დაანონსა . 2017 წელს საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მისწრაფება კვლავ ევროპასთან დაკავშირება კერძოდ კი ევროკავშირის წვდომა რჩება და მეც როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს მსურს ვიყო ამ დიდი ოჯახის წევრი. ამისთვის კი ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს პირველ რიგში ძლიერ ქვეყანას ძლიერი ეკონომიკა ჭირდება. ევროკავშირი კი ეკონომიკის გაძლიერებას ერთ-ერთი საუკეთესო გზას წარმოადგენს. თავისუფალი ბაზარი, გაუქმებული საპასპორტო კონტროლი და განვითარებული სოფლის მეურნეობა ევროკავშირის სიძლიერის საფუძველია . ევროკავშირის კიდევ ერთ ღირსებას რის გამოც მინდა ჩემი ქვეყანა მისი წევრი იყოს თავისუფლება და თანასწორობა წარმოადგენს ეს კი იძლევა შესაძლებლობას ყველა ადამიანი იყოს თავისუფალი და განვითარდეს შეზღუდვების გარეშე. უმთავრესი ღირებულება კი რაც შეგვიძლია მივიღოთ ევროპისაგან ეს არის მაღალი ხარისხის განათლების სისტემა. ქართველ სტუდენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მაღალი დონის განათლება ზედმეტი ბარიერების გარეშე. ვთვლი, რომ სწორედ განათლებულ მომავალ თაობას შეუძლია ააშენოს ძლიერი და განათლებული ქვეყანა მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრივილეგიებისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის წევრობა საკმაოდ მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებას მოითხოვს. თოთოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს თავისი წილი პასუხისმგებლობა, თითოეული ქუჩაში დაგდებული ნაგავი და განსხვავებულის გამო დაჩაგრული ადამიანი უკან გადადგმული ნაბიია იმ ევროპისკენ მომავალ გზაზე რომელსაც ძალიან ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყანისთვის
ნინო ჯიქია

No comments:

Post a Comment